2012-06-19

„ნორჩი ეკონომისტების“ სკოლის მოსწავლეთა II კონფერენცია

19 ივნისს, 14.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ნორჩი ეკონომისტის“ სკოლის მოსწავლეთა II კონფერენცია გაიმართება.
„ნორჩი ეკონომისტის სკოლა“ თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში 2008 წლიდან ფუნქციონირებს და მასში ყოველწლიურად მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლების ასამდე მოსწავლე მონაწილეობს. „ნორჩი ეკონომისტის სკოლის“ მსმენელებს თსუ პროფესორები ეკონომიკის სხვადასხვა თემატიკაზე პოპულარული ენით უკითხავენ ლექციებს, რათა სკოლის მოსწავლეები დაინტერესდნენ ეკონომიკითა და ამ სფეროში მიმდინარე პროცესებით.
კონფერენციის ბოლოს გაიმართება საზეიმო ღონისძიება, რომელზეც გამოვლინდება გამარჯვებული თემები და გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალი.  
 
მისამართი: თსუ X (მაღლივი) კორპუსი, 206-ე აუდიტორია « იხ. ყველა ანონსი