2013-04-30

სტუდენტური კონკურსი „ევროპული მარცვლები“

30 აპრილს, 14.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის დღესთან დაკავშირებით გამოცხადებული სტუდენტური კონკურსის „ევროპული მარცვლები“ პრეზენტაცია გაიმართება. საკონკურსოდ 31 მაისამდე მიიღება ფერწერული ნამუშევრები, ფოტოსურათები, მოკლემეტრაჟიანი ფილმები, ლიტერატურული ჩანახატები და სხვა სახის ორიგინალური ნამუშევრები. საკონკურსო ჟიური  საუკეთესო ნამუშევრებს შეარჩევს და გამარჯვებულებს დააჯილდოებს.
კონკურსის თანაორგანიზატორები არიან საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩო და ქართულ-ფრანგული მეგობრობისა და თანამშრომლობის ასოციაცია „თბილისი-ნანტი“.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია (ივ. ჯავახიშვილის სახელობის დარბაზი)

« იხ. ყველა ანონსი