2017-05-02
,,ვეფხისტყაოსანი’’ - ახალი თარგმანების პრეზენტაცია
2 მაისს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართება "
ვეფხისტყაოსნის" ახალი თარგმანების პრეზენტაცია.
,,ვეფხისტყაოსნის’’ ჩეჩნურ გამოცემას წარადგენს საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მრჩეველი - მექა ხანგოშვილი.
”ვეფხისტყაოსნის“ ახალ, ლინ კოფისეულ ინგლისურ პოეტურ თარგმანს წარადგენს თავად გამოცემის რედაქტორი, პროფესორი ნოდარ ნათაძე. ეს პირველი პოეტური თარგმანია, რომელიც შესრულებულია 16-მარცვლიანი შაირით.
,,ვეფხისტყაოსნის’’ უახლეს გერმანულენოვან გამოცემას, რომელიც 2016 წელს ავსტრიის ქალაქ ვენაში გამოიცა, წარადგენს თავად საიუბილეო გამოცემის ავტორი რუსუდან მოსიძე.
მისამართი: თსუ, ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობის საგამოფენო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი