2015-03-26

ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე თსუ-ში

26 მარტს, 14:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს  ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე ტედ ვაიტსაიდი ეწვევა. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე, პროფესორი იოსებ სალუქვაძე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ელენე გოცაძე, სტუდენტები, პროფესორები დაესწრებიან.

ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე თსუ-ს, თავისუფალი უნივერსიტეტისა და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს, თავდაცვის აკადემიის კურსანტებს და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მოხალისეებს შეხვდება. შეხვედრის თემა: ნატოს თანამედროვე გამოწვევები და ნატო სწრაფად ცვალებად მსოფლიოში.

სამუშაო ენა- ინგლისური.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია


« იხ. ყველა ანონსი