2018-10-29

შეხვედრა თსუ ინგლისურენოვანი პროგრამის - „მედიცინა“ სტუდენტებთან

29 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამის - „მედიცინა“ I და II კურსელებთან შეხვედრა გაიმართება. რეგისტრაცია დაიწყება 09:00 საათზე.

წელს თსუ მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვან პროგრამაზე - „მედიცინა“ 150-ზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა 11 ქვეყნიდან.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვალი ირმა გრძელიძე, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დიმიტრი კორძაია, სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის, საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტისა და საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლები.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი.

















































« იხ. ყველა ანონსი