2016-04-18
ჟურნალ „თსუ სამართლის მიმოხილვის“ დაფუძნების ცერემონია
18
აპრილს, 18:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის 140 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, იურიდიული ფაკულტეტის ახალი სტუდენტური ჟურნალის-„თსუ სამართლის მიმოხილვის“ დაფუძნების ცერემონია გაიმართება. პროექტის მხარდამჭერია იურიდიული ფირმა „მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური“ (MKD).
ჟურნალის მომზადებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები, მათ შორის, იურიდიული ფაკულტეტის თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის კერძო სამართლის კვლევის სტუდენტური ჯგუფი და თინათინ წერეთლის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო წრე.
შეხვედრას თსუ იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და იურიდიული ფირმა „მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგურის“ წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრებიან.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი