2019-03-14

ცერნის მასტერკლასები თსუ-ში

14 მარტს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის - ცერნის (CERN, ქ. ჟენევა, შვეიცარია) მიერ ორგანიზებული საერთაშორისო მასტერკლასები ნაწილაკთა ფიზიკაში. ღონისძიების ადგილობრივი ორგანიზატორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, ბიბლიოთეკის რესურსცენტრი.
« იხ. ყველა ანონსი