2017-12-26

საჯარო ლექცია „შექსპირის მეტამორფოზა 2017 წლის ლონდონის თეატრებში”

26 დეკემბერს, 12:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-ის ასოცირებული პროფესორის დავით მაზიაშვილის საჯარო ლექცია „შექსპირის მეტამორფოზა 2017 წლის ლონდონის თეატრებში” გაიმართება.

2016 წელს დავით მაზიაშვილმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში გაიმარჯვა პროექტით „შექსპირის რეცეფცია XX საუკუნის მეორე ნახევრისა და XXI საუკუნის ინგლისურ ლიტერატურასა და თეატრში“ და 2017 წელს სამი თვით სამეცნიერო-კვლევითი მივლინებით ოქსფორდის უნივერსიტეტში იმყოფებოდა. საჯარო ლექცია „შექსპირის მეტამორფოზა 2017 წლის ლონდონის თეატრებში” ოქსფორდის უნივერსიტეტში შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ნაწილია.

საჯარო ლექცია 2017 წელს ლონდონის წამყვან თეატრებში დადგმულ უილიამ შექსპირის პიესებს შეეხება: „მეთორმეტე ღამე“, „შუაზაფხულის ღამის სიზმარი“ და „ჰამლეტი“. კვლევის შედეგად წარმოჩენილია თუ რა არის აქტუალური დღეს ლონდონის თეატრების დადგმებში და გააზრებულია შექსპირის შემოქმედების მეტამორფოზა თანამედროვე რეალობის კონტექსტში.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია.






« იხ. ყველა ანონსი