2012-03-19
„დემოკრატია და მოქალაქეობა“ - პროექტების პრეზენტაცია
19 მარტს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საუნივერსიტეტო კურსის „დემოკრატია და მოქალაქეობის“ ფარგლებში შექმნილი სტუდენტთა პროექტების პრეზენტაცია. ღონისძიებას თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, საქართველოში USAID- ის მისიის დირექტორის მოადგილე ჯოაკიმ პარკერი და IFES საქართველოს პროექტის ხელმძღვანელი ნერმინ ნიშიჩი დაესწრებიან.
2011 წლიდან USAID–ის და მისი პარტნიორი ორგანიზაციის, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა (IFES) ინიციატივით საქართველოს 6 უნივერსიტეტში (მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში) დაინერგა კურსი „დემოკრატია და მოქალაქეობა“. ინიციატივა ხელს შეუწყობს სამოქალაქო განათლების საკითხების ხარისხიანად შესწავლას, სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაცნობიერებას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სტუდენტთა აქტიურ მონაწილეობას.
კურსის მიზანია სტუდენტებმა გამოიმუშავონ სააზროვნო უნარები, საბაზისო სამოქალაქო ჩვევები და განწყობა-დამოკიდებულებები, რაც ხელს შეუწყობს მათ ინფორმირებულ და პასუხისმგებლობით აღჭურვილ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, კურსი ორიენტირებულია როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავებაზე, ისე მის პრაქტიკაში რეალიზებაზე.
პროგრამა (GEO, ENG)
პროგრამა (GEO, ENG)
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, მე–6 აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი