2011-09-15

სამაგისტრო პროგრამა იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტთან

15 სექტემბერს, 09:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტთან ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის “Managing International Enterprises” გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართება.

ღონისძიებას ორი უმაღლესი სასწავლებლის რექტორები ალექსანდრე კვიტაშვილი და კლაუს დიკე დაესწრებიან.

ორწლიანია სამაგისტრო პროგრამის პირველი სასწავლო წელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგება. ლექცია–სემინარები ჩატარდება ე.წ. Team Teaching-ის პრინციპით, თითოეულ საგანში სტუდენტებს ლექციებს მოწვეულია ორი პედაგოგი: ერთი ქართველი და ერთი გერმანელი პროფესორი წაუკითხავს. სწავლების მეორე წელს სტუდენტები გერმანიაში იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტში გაივლიან.

სწავლების პერიოდში სტუდენტები  ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკური ინფორმატიკის, საერთაშორისო საწარმოთა მართვის, ინტერკულტურული ეკონომიკური კომუნიკაციის თეორიებს შეისწავლიან, ამასთან დაეუფლებიან პროფესიულ უნარ–ჩვევებს და მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას.

ყველა წარმატებულ კურსდამთავრებულს მიენიჭება ორმაგი ხარისხი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან – Master of Business Administration MBA, ხოლო იენის უნივერსიტეტის მხრიდან – Master of Science, M.Sc.

პროგრამა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მხარდაჭერით ხორციელდება.

მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი, აუდიტორია №414
« იხ. ყველა ანონსი