2013-06-15

„მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს“ - ფილმის ჩვენება თსუ-ში

15 ივნისს, 13.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასთან არსებული კინოკლუბი მართავს თინათინ გურჩიანის დოკუმენტური ფილმის „მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს“ პრეზენტაციას.
ფილმი 2011 წელს არის გადაღებული და იგი რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარია. 2013 წელს სანდენსის საერთაშორისო ფესტივალზე მსოფლიო დოკუმენტური კინოს ნომინაციაში სურათი დაჯილდოვდა პრიზით საუკეთესო რეჟისურისთვის, ასევე ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე სამ საუკეთესო ნამუშევარს შორის დასახელდა. სურათმა მთავარი პრიზები აიღო ბრაზილიის, ბულგარეთისა და ჩერნოგორიის საერთაშორისო ფესტივალებზე. 2012 წელს თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე თინათინ გურჩიანის ნამუშევარი საუკეთესო ფილმად აღიარეს. ამჯერად ფილმი დიდი წარმატებით მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო, ხოლო შემოდგომიდან იგი კინოეკრანებზე გამოვა ევროპაში, ავსტრალიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი