2018-08-20

თსუ საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიალი

20 აგვისტოს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ საპატიო დოქტორის წოდების მიენიჭების ცერემონიალი გაიმართება. თსუ აკადემიური საბჭოს დადგენილებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისათვის, უნივერსიტეტის სტუდენტების, აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობასა და უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი წვლილისთვის თსუ საპატიო დოქტორის წოდება  იულიხის კვლევითი ცენტრის თანამედროვე მოდელირების ინსტიტუტის დირექტორს, ბონის უნივერსიტეტის პროფესორს ულფ მაისნერს მიენიჭება.

ცერემონიალის შემდეგ, პროფესორი ულფ მაისნერი წაიკითხავს საჯარო ლექციას - "ცხოვრება დედამიწაზე - შემთხვევითობა?" „Life on Earth - an Accident ?“.

მისამართი:ი.ჭავჭავაზის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია.
 


« იხ. ყველა ანონსი