2017-05-11

საჯარო ლექცია თემაზე:"ვაჭრობა გარდამავალ პერიოდში ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში”

11 მაისს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მსოფლიო ბანკის წამყვანი ეკონომისტი ჰანს ტიმმერი გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: "ვაჭრობა გარდამავალ პერიოდში ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში”.

ჰანს ტიმმერი იყო მსოფლიო ბანკის განვითარების პერსპექტივების ჯგუფის დირექტორი. მისი ხელმძღვანელობით, ჯგუფმა წარმოადგინა მსოფლიო ბანკის წლიური ფლაგმანი ანგარიშები, გლობალური ეკონომიკური პერსპექტივები და გლობალური მონიტორინგის ანგარიში, მონიტორინგისა და პროგნოზირების პუბლიკაციების ფართო სპექტრი, გლობალური განვითარების ფინანსების ჩათვლით.

ჰანს ტიმმერი 2013 წლიდან მსოფლიო ბანკის რეგიონის ევროპისა და ცენტრალური აზიის მთავარი ეკონომისტია. მას დიდი გამოცდილება აქვს ევროპის კომისიებთან მუშაობის, ასევე ორგანიზაციებთან - „მთავრობათაშორისი პანელი კლიმატის ცვლილები“ (IPCC), „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია” (OECD), ასევე ინდოეთის დაგეგმვის კომისიაში და სოციალური მეცნიერებების ჩინურ აკადემიაში მუშაობისა. იგი ფლობს როტრდამის ერასმუს უნივერსიტეტის ეკონომეტრიკის მაგისტრის დიპლომს, ასევე იყო პოლონეთისა და ჰოლანდიის ეკონომიკური ინსტიტუტის მკვლევარი.

მისამართი: თსუ, I კორპუსი, 107-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი