2013-10-28

ჟურნალის „თსუ სტუდენტური მეცნიერება" პრეზენტაცია

28 ოქტომბერს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  სტუდენტური სამეცნიერო ჟურნალის „თსუ სტუდენტური მეცნიერება"  პრეზენტაცია გაიმართება.

"თსუ სტუდენტური მეცნიერება" თსუ სტუდენტების მიერ გამოცემული სამეცნიერო ჟურნალია. მასში უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის სამივე საფეხურის სტუდენტების სტატიები პრობლემურ და აქტუალურ საკითხებზე და სტუდენტური სამეცნიერო კვლევები გამოქვეყნდება. სტუდენტთა სტატიებს რეცენზირებას საფაკულტეტო სამეცნიერო საბჭოები გაუკეთებენ.

ჟურნალის სარედაქციო კოლეგია სტუდენტებით არის დაკომპლექტებული.  „თსუ სტუდენტური მეცნიერება" პერიოდული გამოცემაა და იგი სემესტრში ერთხელ დაიბეჭდება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი


« იხ. ყველა ანონსი