2012-10-24

„კურიკულუმის რეფორმის საერთაშორისო მოდელის შემუშავება მულტიკულტურული განათლებისა და კულტურული მრავალფეროვნების სწავლებისთვის“

24 ოქტომბერს, 10.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „კურიკულუმის რეფორმის საერთაშორისო მოდელის შემუშავება მულტიკულტურული განათლებისა და კულტურული მრავალფეროვნების სწავლებისთვის“.

კონფერენციაზე განიხილავენ თემებს ადამიანის უფლებათა დაცვის, აგრეთვე, იმ პედაგოგიური მეთოდების შესახებ, რომელიც სტუდენტებს შორის კულტურულ და ეთნიკურ ურთიერთგაგებას შეუწყობს ხელს. ღონისძიებაზე ასევე ისაუბრებენ ისრაელისა და საქართველოის კულტურებისთვის დამახასიათებელ სპეციფიურ საკითხებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროგრამების განვითარების პროცესებზე.

„კურიკულუმის რეფორმის საერთაშორისო მოდელის შემუშავება მულტიკულტურული განათლებისა და კულტურული მრავალფეროვნების სწავლებისთვის“ ტემპუსის ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტია, რომელსაც თსუ-სთან ერთად  ისრაელის გორდონის განათლების აკადემიური კოლეჯი წარადგენს.  

ღონისძიებაში პროექტის უცხოელი და ქართველი წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. კონფერენცია 28 ოქტომბრამდე გასტანს.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპ. 107-ე აუდიტორია (ივ. ჯავახიშვილის სახ. დარბაზი)

« იხ. ყველა ანონსი