2012-06-15

"კავკასია - ჩემი სახლი"

15 ივნისს, 12.00 სთ-ზე თსუ საბავშვო უნივერსიტეტის მხარდაჭერით  ქ. რუსთავის საჯარო და კერძო სკოლებში   ჩატარებული კონკურსის "კავკასია  -  ჩემი სახლის" გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება.
კონკურსი რესურს - ცენტრის ხელმძღვანელის  მარინა უგულავას ინიციატივით გაიმართა.  მოსწავლეებმა საკუთარი ნაშრომები სამ ნომინაციაში წარადგინეს:  ლიტერატურული ესსე, ისტორიული ნარკვევი და გეოგრაფიული კვლევა. კონკურსის შედეგების შეფასებაში თსუ-საბავშვო უნივერსიტეტის ეგიდით, თსუ-ის პროფესორებმა და დოქტორანტებმა მიიღეს მონაწილეობა.
საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქვემო ქართლის გუბერნატორი  დავით კირკიტაძე, თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი.

მისამართი: ქ. რუსთავი, სახელმწიფო თეატრი
« იხ. ყველა ანონსი