2011-06-08

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და ევროპულ სკოლას შორის

8 ივნისს, 11.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ევროპულ სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და ევროპული სკოლის დირექტორი ნანა მოსიძე მოაწერენ. მემორანდუმის თანახმად, თსუ სტუდენტები ევროპულ სკოლაში სტაჟირებას გაივლიან; თსუ-ის რეკომენდაციით ზოგიერთ სტუდენტს ევროპული სკოლა ასისტენტებად დაასაქმებს. ამავე დროს, თსუ აკადემიური პერსონალი ითანამშრომლებს ევროპულ სკოლასთან, მონაწილეობას მიიღებს სასწავლო პროცესსა და სხვა ერთობლივ ღონისძიებებში.

მისამართი: ყაზბეგის გამზ. 34 ა, ევროპული სკოლა
   
« იხ. ყველა ანონსი