2011-06-06

თსუ სტუდენტთა შეხვედრა ომბუდსმენთან

6 ივნისს, 19:00 საათზე  თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის სტუდენტთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება შეხვედრა სახალხო დამცველთან. გიორგი ტუღუში ჩაატარებს ტრენინგებს თემაზე: "ომბუდსმენი როგორც მოქალაქეთა უფლებათა დაცვის საშუალება. აღნიშნული პროექტი ტარდება პროექტ "უფლებათა კვირეულის" ფარგლებში.
პროექტის მიზანია სტუდენტებისათვის მეტი ინფორმაციის  მიწოდება ამ საკითხებთან დაკავშირებით.ტრენინგებზე მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჩატარდება ტესტირება. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სერთიფიკატითა და ფულადი თანხით.

მისამართი: თსუ მე–2 კორპუსი, მე–3 სართულო, გაეროს აუდიტორია.
« იხ. ყველა ანონსი