2017-01-10

აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის დაბადებიდან 132 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება

10 იანვარს, 14:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგთა საზოგადოება და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის დაბადებიდან 132 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 115-ე აუდიტორია


« იხ. ყველა ანონსი