2017-04-03

წიგნების: „ნართების თქმულებები ბავშვებისათვის“ და „ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონი“ პრეზენტაცია

3 აპრილს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნების:„ნართების თქმულებები ბავშვებისათვის“ და „ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონი“ პრეზენტაცია გაიმართება. წიგნები გამოიცა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივის COBERM-ის ფინანსური მხარდაჭერით ა(ა)იპ „კავკასიური მოზაიკას“ პროექტის ფარგლებში.

ნართების ეპოსი ბავშვებისათვის ადაპტირებული სახით პირველად ქვეყნდება. ნართების თქმულებები და ზღაპრები სპეციალურად პატარა მკითხველებისთვის გადამუშავდა და ითარგმნა. წიგნი გაფორმებულია ქართველი და ოსი მხატვრების ნამუშევრებით.

ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონები პირველად 2012 წელს გამოიცა. 2016 წელის ბოლოს მომზადდა ლექსიკონის მესამე, შევსებული და შესწორებული გამოცემა.

პრეზენტაცია ჩატარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით.

ღონისძიებას მხატვრულად გააფორმებს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ნართები“.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი.



« იხ. ყველა ანონსი