2016-12-26

თსუ-ს ფუტსალის გუნდი ფინალშია

26 დეკემბერს, 17:00 საათზე, ფუტსალში საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის თასის 2016 ფინალური შეხვედრა გაიმართება. ფინალში ერთმანეთს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის გუნდები დაუპირისპირდებიან. თსუ-ს გუნდმა 19 დეკემბერს გამართულ ნახევარფინალში გ.რობაქიძის უნივერსისტეტი 11-0 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის თასი ფუტსალში სამჯერ მოიპოვა.

მისამართი: ახალი სპორტის სასახლე
« იხ. ყველა ანონსი