2012-07-18

თურქი მხატვარი თსუ-ში

18 ივლისს, 11.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თურქი მხატვრის ქურთულუშ ნური ოზის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება. გამოფენაზე თურქი მხატვარი თსუ-ს სტუდენტებისა და მოწვეული სტუმრებისთვის ებრუს მეთოდით ხატვის დემონსტრირებას მოახდენს. გამოფენას თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი დარეჯან თვალთვაძე, თსუ იუნუს ემრეს კულტურის ცენტრის დირექტორი ბარიშ დემირი და სტუდენტები დაესწრებიან.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსის ფოიე.
« იხ. ყველა ანონსი