2013-06-20

"უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა

20 ივნისს 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრა-დისკუსია გაიმართება.
დისკუსიაზე მოწვეულნი არიან საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.
შეხვედრა სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორების საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით ტარდება. დისკუსიის შედეგად დაგეგმილია პარლამენტისადმი მიმართვის მიღება.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია № 115 « იხ. ყველა ანონსი