2017-06-30

თანამშრომლობის მემორანდუმი

30 ივნისს, 12.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სათავგადასავლო ტურიზმის სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და ტურიზმის სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ცინცაძე მოაწერენ. ღონისძიებას თსუ სტუდენტები და პროფესორები დაესწრებიან.
   
ხელშეკრულების თანახმად, მხარეები დაგეგმავენ და განახორციელებენ ერთობლივ ღონისძიებებს; კონკრეტული ღონიძიებისა და პროექტების რეალიზებისთვის გამოიყენებენ არსებულ რესურსებს.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, მარო მაყაშვილის სახელობის სამკითხველო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი