2015-10-13

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართულ-ოსური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები თანამედროვე ჭრილში“

13 ოქტომბერს, 10:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით საერთაშორისო სამეცნიერო კონფრენცია „ქართულ-ოსური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები თანამედროვე ჭრილში" გაიხსნება.

კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ქართულ-ოსური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას, თანამედროვე ინტერდისციპლინურ კვლევებს.

ღონისძიებას დაესწრებიან და მის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონფლიქტოლოგები, ექსპერტები, ჰუმანიტარული, სოციალურ-პოლიტიკური დარგების მკვლევრები.

კონფერნციაზე იმუშავებს 5 სექცია, მათ შორის სტუდენტური სექცია და მრგვალი მაგიდა ახალგაზრდა მეცნიერებისათვის.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია


« იხ. ყველა ანონსი