2014-03-18

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს შორის

18 მარტს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. ხელშეკრულებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ელდარ შენგელაია მოაწერენ ხელს.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები ერთმანეთში გაცვლიან ინფორმაციას და საჭირო მასალებს, ყველა საინტერესო სიახლეს დროულად აცნობებენ ერთმანეთს.

მისამართი; ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, რექტორატი



« იხ. ყველა ანონსი