2013-03-29

ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე თსუ-ში

29 მარტს, 17.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში საფრანგეთში მყოფ ქართველ ლტოლვილთა სათვისტომოს პრეზიდენტი ოთარ ზურაბიშვილი თსუ ფრანგული ფილოლოგიის სტუდენტებს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სტიპენდიას გადასცემს.
თსუ ფრანგული ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტის სალომე სულაძის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიმართება სახელწოდებით „ფრანგული პოეზიითა და მუსიკით შთაგონებული ქართული მხატვრობა.“

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე
« იხ. ყველა ანონსი