2013-09-08

„აქტუალური საკითხები საჯარო ფინანსებში“

8 სექტემბერს, 10.30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტში ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის პირველი გადამზადების პროგრამა „აქტუალური საკითხები საჯარო ფინანსებში“  დაიწყება. პროგრამის მიმდინარეობისას განიხილება თემები: ევრო-კრიზისი, ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური საფუძვლები და აქტუალური საგადასახადო რეფორმები საერთაშორისო ჭრილში. თემაზე შპაიერის უნივერსიტეტის სამი ექსპერტი: თსუ-ს საპატიო დოქტორი, პროფესორი ანდრეას კნორი, პროფესორი კირა ბარანოვა და პროფესორი ნილს ოთთერი ისაუბრებენ.

2013 წლის 12 თებერვალს თსუ-ში დაფუძნდა „ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი“. მისი  დაფუძნების ინიციატორები იყვნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტი.

ინსტიტუტის ძირითად მიზანია  საქართველოს საჯარო მოხელეთა გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლებაა.
აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში ინსტიტუტის პირველი გადამზადების პროგრამა ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებისათვის, 8,9,10 სექტემბერს განხორციელდება.

მისამართი: თბილისი, გორგასლის ქ. №10
« იხ. ყველა ანონსი