2019-01-26

სემინარი თემაზე: “საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის კლინიკური ასპექტები”

26 იანვარს, 10:00 საათზე, თსუ მედიცინის ფაკულტეტი, “საქართველოს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის და კოლპოსკოპიის საზოგადოება” და “ეროვნული სკრინინგ ცენტრი” ატარებენ ერთობლივ სემინარს თემაზე: “საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის კლინიკური ასპექტები”. 

სემინარი ეხება საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეული გამოვლენის, სკრინინგის, გაღრმავებული კვლევის (კოლპოსკოპიის) და გამოვლენილი პათოლოგიების მართვის და მკურნალობის საკითხებს. სემინარში მონაწილეობს 100-ზე მეტი ექიმი- გინეკოლოგი, როგორც თბილისდან, ისე რეგიონებიდან, ასევე თსუ რეზიდენტები და დოქტორანტები.

“საშვილოსნოს ყელის კიბოსთან ბრძოლის ევროპის ასოციაციის” მიერ, იანვრის ბოლო კვირა გამოცხადებულია საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეულად. კვირეული ემსახურება მოსახლეობის და ექიმების ინფორმირებულობის ამაღლებას საშვილოსნოს ყელის კიბოს საკითხებთან დაკავშირებით. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი “საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის და კოლპოსკოპიის საქართველოს საზოგადოებასთან” პარტნიორობით, ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას ამ კამპანიაში.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 07 აუდიტორია.


« იხ. ყველა ანონსი