2016-06-08

კონფერენცია - ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა ქმედუნარიანობაზე

8 ივნისს, 09:00 საათზე, თსუ იურიდიულ ფაკულტეტთან არსებული თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით, ივანე ჯავახიშვილის 140 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, გაიმართება კონფერენცია - ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის ქმედუნარიანობა – კანონმდებლობისა და პრაქტიკის ევროპეიზაცია.

დასწრება თავისუფალია.

მისამართი: თსუ, პირველი აკადემიური კორპუსი, 0 სართული, აუდიტორია №06

« იხ. ყველა ანონსი