2013-04-11

ნიკო გომელაურის ხსოვნისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო საღამო „ოცნებები მცნებებივით ირღვევიან“

11 აპრილს, 17.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნიკო გომელაურის ხსოვნისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო საღამო „ოცნებები მცნებებივით ირღვევიან“ გაიმართება.
ხსოვნის საღამოში ნიკო გომელაურის ოჯახის წევრები და მეგობრები: ნინა ჩოდრიშვილი, გუგა კოტეტიშვილი, გიორგი გურაბანიძე, გიორგი გურული, კახა მიქიაშვილი, მამუკა მუმლაძე, გიო ნაკაშიძე მიიღებენ მონაწილეობას. საღამოზე ნიკო გომელაურის მეგობრები და სტუდენტები გომელაურის ლექსებს წაიკითხავენ. ხსოვნის საღამო საქველმოქმედოა - შემოსული თანხა მსახიობ გიორგი ყორღანაშვილის დახმარების ფონდში  გადაირიცხება.

მისამართი; ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე


« იხ. ყველა ანონსი