2010-12-29

სტუდენტური პროექტი – “Business Case”



   29 დეკემბერს, 13:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტის – "Business Case" ფარგლებში მორიგი შეჯიბრი გაიმართება. აღნიშნული პროექტი თსუ–ის სტუდენტური თვითმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ინიციატივით ხორციელდება. პროექტის მიზანია თსუ-ს სტუდენტთათვის დასაქმებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების ხელშეწყობა, ასევე თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენელთა კოორდინაციისა და თანამშრომლობის ამაღლება.
პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისაგან დაკომპლექტებული გუნდები. მონაწილეები ინგლისურ ენაზე წარმოადგენენ კონკრეტული პროდუქტისა და მომსახურების ბიზნეს გეგმებსა და მარკეტინგულ სტრატეგიას. გამარჯვებული გუნდის ხუთივე სტუდენტი სტაჟირებას  კომპანია "ბარამბოსა" და "ნატახტარის" მარკეტინგულ განყოფილებებში გაივლის, საუკეთესო პრეზენტატორი კი, სტაჟირებას  რადიო "კომერსანტის" საინფორმაციო განყოფილებაში გაივლის.

მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ბიბლიოთეკა (აუდიტორია 201)

« იხ. ყველა ანონსი