2014-04-25

მიხაკების რევოლუციის 40 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება

25 აპრილს, 18:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  პორტუგალიის მიხაკების რევოლუციის 40 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება.

მიხაკების რევოლუცია (25 აპრილიб 1974 წ.) იყო მშვიდობიანი რევოლუცია, რომელმაც დაასრულა 40 წლიანი ფაშისტური დიქტატურა პორტუგალიაში. ხალხი, არმიის ნაწილთან ერთად ქუჩაში გავიდა,  რათა ებრძოლათ თავისუფლებისათვის და კოლონიალური ომის დასასრულებისათვის.

ღონისძიების მსვლელობისას გაიმართება ფილმის ჩვენება. ღონისძიების ორგანიზატორია თსუ კამოეშის ცენტრი.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 101-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი