2016-07-11

შეხვედრა თსუ დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან

11 ივლისს, 12.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს რევაზ ბერიშვილს, გივი გოზალიშვილს და ნიკა მალიშავას თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე შეხვდება. თსუ დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სამსახურეობრივი მოვალეობის მაღალპროფესიულ დონეზე შესრულების შედეგად არაერთი მოქალაქის სიცოცხლე გადაარჩინეს.

მისამართი:  ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი