2012-01-18

ალექსანდრე ალექსიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო

18 იანვარს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში შედგება ცნობილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ალექსანდრე ალექსიძის ხსოვნისა და დაბადებიდან 75 წლისთავისადმი მიძღვნილი სხდომა. საღამოზე მოეწყობა მისი წიგნის „ბერძნული სარაინდო რომანის სამყარო“–ს მეორე სტერეოტიპული გამოცემის პრეზენტაცია; მოგონებებითა და ალექსანდრე ალექსიძის სამეცნიერო მემკვიდრეობის შეფასებით გამოვლენ მისი კოლეგები და მეგობრები.


მისამართი: ი. ჭავჭავაძის პრ. 13, თსუ VIII კორპუსი, ოთახი 220


  « იხ. ყველა ანონსი