2018-09-27

თსუ საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიალი

27 სექტემბერს, 11:00 საათზე თსუ საპატიო დოქტორებისათვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების საზეიმო ცერემონიალი გაიმართება. 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი წვლილისათვის გიოტინგენის გეორგ-ავგუსტის უნივერსიტეტის პროფესორებს რალფ მაიერს და ინგო ვიტს, ასევე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისა და უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობისათვის ზაარლანდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამოქალაქო სამართლის, რომის სამართლისა და ევროპის შედარებითი სამართლის კათედრის ხელმძღვანელს დოქტორს, პროფესორ ტიციანა ქიუზსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და სტუდენტების მხარდაჭერისათვის კიოლნის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის ინსტიტუტისა და საპროცესო და გაკოტრების სამართლის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, დოქტორს, ერთგზის საპატიო დოქტორს, ემერიტუს პროფესორ ჰანს პრუტინგს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ.

მისამართი: თსუ პირველი კორპუსი, თსუ მუზეუმი, მეორე სართული.

საზეიმო ღონისძიების შემდეგ საპატიო დოქტორები წაიკითხავენ საჯარო ლექციებს:

13:00-14:00 პროფ. რალფ მაიერი: “Whats a noncommutative space?” (ინგლისურ ენაზე)
მის: თსუ ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის მცირე სამკითხველო დარბაზი (თსუ პირველი კორპუსი).

14:00-15:00 პროფ. ინგო ვიტი: "Modern analysis  techniques in the mathematical study of  fluid flow" (ინგლისურ ენაზე)
მის: თსუ ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის მცირე სამკითხველო დარბაზი (თსუ პირველი კორპუსი).

13:00-14:00 პროფ. დოქ. ტიციანა ქიუზი: “Georgia, Europe and Roman Law” (გერმანულ ენაზე)
მის:თსუ პირველი კორპუსი, ოთახი#06

14:00-15:00 პროფ. დოქ. ჰანს პრუტინგი: “Justice through procedures” (გერმანულ ენაზე)
მის: თსუ პირველი კორპუსი, ოთახი#06






« იხ. ყველა ანონსი