2016-07-02
თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონია
2 ივლისს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET – აისეტი) გამოსაშვები ცერემონია გაიმართება.
მაგისტრებისათვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, და საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა. მინისტრები პირადად გადასცემენ მაგისტრებს სერტიფიკატებს.
ღონისძიებას ასევე დაესწრებიან და სტუდენტებს სიტყვით მიმართავენ შვედეთისა და ისრაელის ელჩები საქართველოში.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსის სააქტო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი