2014-03-19
აქცია - ,,სტუდენტები ონკოლოგიური ავადმყოფების დასახმარებლად“
19 მარტს, 12:00-17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება აქცია -
,,სტუდენტები ონკოლოგიური ავადმყოფების დასახმარებლად“ .
"სტუდენტები ონკოლოგიური ავადმყოფების დასახმარებლად“ საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგისა და ცენტრალური სისხლის ბანკის ორგანიზებით ტარდება. აქცია გაიმართება ონკოლოგიური ავადმყოფების დასახმარებლად, რომლებიც 18 წლის ზემოთ არიან, ასევე საჭიროების შემთხვევაში სისხლი მოხმარდება სასწრაფო-გადაუდებელ შემთხვევებს: ავარიები, ქირურგიული ოპერაციები და ა.შ.
აქციაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს ვინც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: სისხლის გაღების მსურველთა ასაკი 19-დან 59 წლამდე განისაზღვრება. დონორი არ უნდა იყოს B და C ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი, ასევე ბოლო 10 წლის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს გადატანილი A ჰეპატიტი (ბოტკინი), სტომატოლოგთან ვიზიტიდან უნდა იყოს გასული 2-3 თვე, ტატუს გაკეთებიდან გასული უნდა იყოს ერთი წელი, სისხლის ჩაბარება არ შეიძლება ორსულისთვის და მეძუძური დედისთვის; დონორი არ უნდა იღებდეს პრეპარატებს (ანტიბიოტიკი, ჰორმონი), ბოლო 2 წლის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს გაკეთებული ქირურგიული ოპერაცია, არ უნდა იყოს აცრილი ბოლო 2 თვის განმავლობაში, ასევე არ უნდა ჰქონდეს მიღებული ალკოჰოლი ბოლო 24 საათის განმავლობაში, დონორის წონა უნდა იყოს 51 კგ-ზე მეტი ქალბატონები, 65კგ-ს ზემოთ მამაკაცები, ასევე დონორი უნდა იყოს ნასაუზმევი და თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. (სისხლის გაღების შემგომ ერთი საათის განმავლობაში თამბაქოს მოხმარება აკრძალულია), განმეორებითი დონაცია შესაძლებელია 2 თვის შემდეგ. რაც შეეხება დონორობის მსურველს, დონაციის შემდგომ, ხდება სისხლის განახლება, რაც დადებითად მოქმედებს დონორის ჯანმრთელობაზე და ასევე მას უფასოდ ჩაუტარდება ძვირადღირებული გამოკვლევა რამდენიმე ვირუსზე (B და C ჰეპატიტი, შიდსი, სიფილისი... ასევე დაუდგინდება სისხლის ჯგუფი და რეზუსი), რის შემდეგაც ის ფლობს ინფორმაციას თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია № 101
« იხ. ყველა ანონსი