2012-05-14
გამოფენა „ საქართველოსა და გერმანიის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა“ თსუ-ში
14 მაისს, 13 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება გამოფენა „ საქართველოსა და გერმანიის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა“.
აკადემიურ სფეროში გერმანიასა და საქართველოს ურთიერთთანამშრომლობა, რომელიც უკვე ათწლეულების მანძილზე გრძელდება, ნათლად აისახება ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის მრავალრიცხოვანი პარტნიორული ურთიერთობებითა (საერთო ჯამში 40, აქედან 9 DAAD-ს ფინანსური ხელშეწყობით) და ერთობლივი სამაგისტრო პროგრამებით (ქართულ და ინგლისურ ენაზე) ასევე სხვადასხვა (მაგ. გერმანისტიკა და არქეოლოგია) ფაკულტეტებს შორის თანამშრომლობით.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და DAAD-ს საინფორმაციო ცენტრი იწვევს საქართველოს უნივერსიტეტებს გამოფენაში: „ საქართველოსა და გერმანიის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა“ მონაწილეობის მისაღებად გერმანიის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობისა და ერთობლივი პროგრამების წარდგენის მიზნით.
გამოფენის ორგანიზატორია: თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD)
მისამართი: 0179, ილია ჭავჭავაძის გამზირი 1, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, www.tsu.ge
საკონტაქტო ინფორმაცია:
თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, ჭავჭავაძის გამზირი 1, 0179 თბილისი, ტელ./ფაქსი: +995 32 225679, tea.gergedava@tsu.ge, www.tsu.ge
DAAD-ს საინფორმაციო ცენტრი, ზანდუკელის ქუჩა 16, 0108
თბილისი, ტელ./ფაქსი: +995 322 920 926, http://ic.daad.de/tbilissi