2010-09-29
აკადემიური საბჭოს არჩევნები თსუ-ში
29 სექტემბერს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს არჩევნები გაიმართება. თსუ-ის პროფესურა და საფაკულტეტო საბჭოებში წარმოდგენილი სტუდენტური თვითმმართველობის წევრები (სულ 800 ამომრჩეველი) ფაკულტეტებზე აკადემიურ საბჭოში თავიანთ წევრებს აირჩევენ: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 1 ვაკანსია, იურიდიული ფაკულტეტი – 2 ვაკანსია, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 2 ვაკანსია, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – 2 ვაკანსია.
« იხ. ყველა ანონსი