2010-02-17

პარასკევს, 19 თებერვალს, 12:00 სთ-ზე თსუ-ს მაღლივ კორპუსში ,,ახალგაზრდა ლიდერთა კლუბის" პრეზენტაცია გაიმართება

სტუდენტური ორგანიზაცია

,,ახალგაზრდა ლიდერთა კლუბი”






      პარასკევს, 19 თებერვალს, 12:00 სთ-ზე, თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში , ,ახალგაზრდა ლიდერთა კლუბის" პრეზენტაცია გაიმართება. კლუბი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტების მიერ ახალდაფუძნებული სტუდენტური ორგანიზაციაა.

     ორგანიზაციის მიზანია სტუდენტების აქტიური ჩართვა ეკონომიკურ და სოციალურ პროცესებში, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ღონისძიებების განხორციელებით მათი ანალიტიკური და კვლევითი უნარების ჩამოყალიბება.
 
    ,,ახალგაზრდა ლიდერთა კლუბი" დისკუსიებს, დებატებს და ბიზნეს თამაშებს გამართავს. სტუდენტებისათვის ასევე დაგეგმილია ტრენინგების, კონფერენციებისა და ფორუმების ჩატარება.

     პრეზენტაციაზე ორგანიზაციის დამფუძნებლები კონკრეტულ პროექტებს წარმოადგენენ, რომლის განხორციელებასაც უახლოეს მომავალში გეგმავენ.

« იხ. ყველა ანონსი