2014-03-18
მიხეილ ქურდიანის 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო თსუ-ში
18 მარტს, 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ენათმეცნიერისა და ლიტერატურათმცოდნის, თსუ-ის ყოფილი პროფესორის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, პოეტისა და მწერლის მიხეილ ქურდიანის 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება.
ღონისძიებას თსუ-ის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კულტურის სამინისტროს, სხვა უწყებების, ქართული საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრებიან.
საიუბილეო საღამოზე მიხეილ ქურდიანის ოჯახს თსუ-ის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა გადასცემს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალს, რომელიც მიხეილ ქურდიანს ქართველოლოგიისა და კავკასიოლოგიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის თსუ-ს აკადემიურმა საბჭომ 2014 წლის 10 თებერვალს მიანიჭა.
მიხეილ ქურდიანის ხსოვნის აღსანიშნავად გაიმართება მისი ცხოვრებისა და მრავალმხრივი მოღვაწეობის ამსახველი ფილმის _ ,,როცა კაცს უყვარს...” (ავტორი: ჟურნალისტი ნინო კაკულია) ჩვენება. ღონისძიების ბოლოს მოეწყობა მიხეილ ქურდიანის ლექსების, პოემებისა და წერილების ახალი კრებულის _ ,,მარადიული სრბოლის ხმაურში” პრეზენტაცია.
ღონისძიების ორგანიზატორი და საინფორმაციო მხარდამჭერია გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის” რედაქცია.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი