2017-01-26

საქართველოს პარლამენტის წევრების შეხვედრა სტუდენტებთან

26 იანვარს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბექა ნაცვლიშვილი სტუდენტებს შეხვდებიან.

შეხვედრაზე სტუმრები საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციასა და ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ისაუბრებენ.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ  I კორპუსი, 107-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი