2010-04-17
სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ვიზიტი თსუ-ში
17 აპრილს, 11:30 საათზე თსუ-ს ეწვევა სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი არმენ აშოტიანი, სამინისტროს დელეგაცია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე, საქართველოს ელჩი სომხეთში გრიგოლ ტაბატაძე, ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი თინა გელაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ვან ბაიბურთი.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები გაეცნობიან თსუ-ის, ქართულ-სომხური სამეცნიერო ურთიერთობების ისტორიას, მოინახულებენ არმენოლოგიის კათედრას, შეხვდებიან სომხურენოვან სტუდენტებს და სომხური სათვისტომოს სხვა წარმომადგენლებს.
სტუმრებს მასპინძლობას თსუ რექტორი გიორგი ხუბუა გაუწევს.
მისამართი: თსუ II კორპუსი, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა (I სართული)
« იხ. ყველა ანონსი