2010-11-10

ქართულ-აფხაზური ახალგაზრდული დიალოგი

ქართულ-აფხაზური ახალგაზრდული დიალოგი
10 ნოემბერს, 15.00 საათზე "ახალგაზრდული ორგანიზაცია პირველების " პროექტის "აქტიური საზოგადოება, როგორც სამშვიდობო ინიციატივების" გრანტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა სტუდენტებთან.. შეხვედრაზე საუბარი ქართულ-აფხაზურ ახალგაზრდულ დიალოგსა და ურთიერთობების პერსპექტივას, ქართველებსა და აფხაზებს შორის დღეს არსებულ ურთიერთობებს შეეხება.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ. პროექტის ფარგლებში ქართულ-აფხაზური ახალგაზრდული დიალოგის მონაწილეები შეხვდებიან სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, რომელთაც გაანცობენ ინფორმაციას, თუ რა ხდება ქართულ-აფხაზურ შეხვედრებზე. როგორ შეიძლება ისინი ჩაერთონ ამ პროცესებში. ღონისძიებების ფარგლებში გამოთქმული მოსაზრებები, ინიციატივები გამოიცემა და რეკომენდაციების სახით გადაეცემა საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და აფხაზურ საზოგადოებას.
მის.: ი. ჭავჭავაძის 3, თსუ-ის მეორე კორპ. გაეროს აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი