2014-01-31

სემინარი ქვეყანათმცოდნეობაში

31 იანვარს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანული ფილოლოგიის მიმართულების აკადემიური პერსონალისთვის და ენების ცენტრის მასწავლებლებისთვის გაიმართება სემინარი ქვეყანათმცოდნეობაში.

სემინარზე მსმენელებს მიეწოდებათ ინფორმაცია თანამედროვე გერმანული შრომითი ბაზრის შესახებ; განიხილება ტექსტური, რადიო და ტელემასალები და მათზე დაყრდნობით გაიმართება დისკუსია.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ პირველი კორპუსი, 101-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი