2015-03-31

„საქართველოში სამშენებლო სამართლის რეფორმის გავლენა ბიზნესის თავისუფლებაზე“

31 მარტს, 15:30 საათზე თსუ იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით გაიმართება ფორუმი თემაზე: „საქართველოში სამშენებლო სამართლის რეფორმის გავლენა ბიზნესის თავისუფლებაზე“.

ფორუმზე მოწვეულნი არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ქ. თბილისის  მერიის წარმომადგენლები, თსუ აკადემიური წრეების წარმომადგენლები,  ასევე სტუმრები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, გერმანიის საელჩოდან და შპაიერის უნივერსიტეტიდან.

ფორუმზე მოხსენებით გამოვა შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის პრიფესორი, თსუ საპატიო დოქტორი ანდრეას კნორი.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის 1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია №107


« იხ. ყველა ანონსი