2016-01-25

მრგვალი მაგიდა უსაფრთხოებისა და კონფლიქტების შესახებ სამხრეთ კავკასიაში

25 იანვარს, 11:00 სააათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ვილნიუსის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გრაზვიდას იასუტისი  გამართავს მრგვალ მაგიდას თემაზე „კავკასიის საემიროები რეგიონალურ კონფლიქტში“.

მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის დელეგაციის, ევროკავშირის სამონიტორო მისიის, ნატოსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და თსუ აკადემიური პერსონალი.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, 107–ე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი