2016-07-22

ბაკალავრიატის 2016 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება

22 ივლისს, 18.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის 2016 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

თსუ ბაკალავრიატი 2016 წელს 3000-მდე სტუდენტმა დაამთავრა. თსუ-ს 7 ფაკულტეტზე 200-ზე მეტი სასწავლო პროგრამა მოქმედებს და 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2016-2017 სასწავლო წელს 3319 პირველკურსელს მიიღებს.

საზეიმო ღონისძიებაზე ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებისთვის კონცერტს მუსიკალური ჯგუფი TSU Art  გამართავს.

« იხ. ყველა ანონსი