2012-03-26

“რკინის პეპლები” - აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური ოფიცრის ემი დიაზის პრეზენტაცია

26 მარტს 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება პრეზენტაცია სახელწოდებით - “რკინის პეპლები”. პრეზენტაცია მოიცავს თემებს იმ ქალთა შესახებ, რომლებმაც თავიანთი კვალი დატოვეს ისტორიაში. პრეზენტაციას წარუძღვება აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი ემი დიაზი.

პრეზენტაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აშშ-ის საელჩოს ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება. სამუშაო ენა - ინგლისური.

მის.: ი.ჭავჭავაძის  №1, თსუ I კორპუსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორია.
« იხ. ყველა ანონსი